ვერძი
წარმატება ელოდება მათ, ვინც ერთ ადგილს არ ტკეპნის და აქტიური პოზიცია უკავია მიმდინარე მოვლენების ირგვლივ. იზრუნეთ სიმშვიდესა და ემოციურ ბალანსზე.
კურო
ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ კონკურენტებთან, აკონტროლეთ ფინანსური ხარჯები.
ტყუპები
შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და გაუმკლავდეთ გუნება-განწყობის ხშირ ცვალებადობას, იყავით უფრო ოპტიმისტი და თავდაჯერებული.
კირჩხიბი
იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივმყოფთა მიმართ. პირად საქმეებში საინტერესო ცვლილებებს ელოდეთ და ნუ ინერვიულებთ ყოველ წვრილმანზე.
ლომი
არის ალბათობა უფრო პროდუქტიული გახადოთ თქვენი ბიზნესი, ყურადღება გაამახვილეთ უცხოეთთან კავშირებზე.
ქალწული
ისწავლეთ ფულის გონივრული ხარჯვა და საქმეში სწორად დაბანდება, იფიქრეთ თანამშრომლობის თემებზეც.
სასწორი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის საკითხებს, მიჰყევით ჩვეულ რიტმს და არ დაგავიწყდეთ დასვენება.
მორიელი
აკონტროლეთ ემოციები, რათა თავიდან აიცილოთ კამათი და განხეთქილებები, ერიდეთ უხეშ და კრიტიკულ გამოთქმებს და შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები.
მშვილდოსანი
ენდეთ საკუთარ ძალებს და შეეცადეთ უფრო მჭიდრო კონტაქტი დაამყაროთ თანამოაზრეებთან და ერთიანი ძალით იბრძოლოთ საერთო საქმისთვის.
თხის რქა
უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია რაღაც საკითხების გარკვევა ან შესაძლოა საცხოვრებელი საკითხის თუ პრობლემების გადაჭრა დადგეს დღის წესრიგში.
მერწყული
მოულოდნელ შეხვედრას ელოდეთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენზე, იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ და გააგრძელებთ თუ არა სამომავლოდ ურთიერთობას.
თევზები
ნუ შფოთავთ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერი ადრე თუ გვიან მთავრდება. მალე შვებას იგრძნობთ, პატივისცემა და დაფასება დიდ ძალას შეგმატებთ.