რუსმა სამხედროებმა პოლტავის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
„სამწუხაროდ, საცხოვრებელ სახლზე მტრის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შენობის სახურავი ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა რამდენიმე მეზობელი სახლი“, – განაცხადა პოლტავას საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ფილიპ პრონინმა.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია საოჯახო საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაზე.