რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის რეგიონებზე. უკრაინული მხარის ცნობით, ხანძარი გაჩნდა ლვოვის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ენერგეტიკულ ობიექტებზე, თავდასხმა ასევე იყო კიევსა და ხარკოვში არსებულ ობიექტებზე.
ენერგეტიკულ სექტორზე მორიგ მასიურ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა 40-ზე მეტი რაკეტა და დაახლოებით 40 დრონი გამოიყენა.
“თითოეული ჩვენი მეზობელი ევროპაში, თითოეული ჩვენი პარტნიორი ხედავს, თუ რამდენად კრიტიკულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროება. სწორედ აქ, ახლა, სწორედ რუსული ტერორის დაძლევის ჩვენი შესაძლებლობით, მსოფლიოს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ყველა თანაბრად აღიქვამს ტერორს, როგორც დანაშაულს. […] ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა და სხვა თავდაცვის მხარდაჭერა, და არა თვალების დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები”, – თქვა ზელენსკიმ.