,,რამდენიმე წლის წინ, ბაზელის აეროპორტიდან საქართველოში მოვფრინავდით. ფრენა გადაიდო და მოხუცი ქალი დაგვიჯდა გვერდით აეროპორტში. დარბიან ქართველი ბავშვები და დედები ზოგი ფრანგულად, ზოგი გერმანულად… პეტრო მომიბრუნდება მე ქართულად, მამამისს ბერძნულად.
მომიბრუნდა ეს ქალი და მეკითხება: ბავშვი რა ეროვნებისააო? ჩემი პასუხის შემდეგ კარგა ხანი ხმა არ ამოუღია, ბოლოს მომიბრუნდა და მადლობა გადამიხადა. მართლაც ბედნიერებაა ვეფერები ქართულად, ვჩხუბობთ ქართულად, ვსწავლობთ ქართულად. ახლა ზის, საქართველოზე უყურებს გადაცემას და ლამისაა, იტიროს!
ასეთი ტკბილი სამშობლო გაქვს დედა და აქ როგორ მაცხოვრებო? ლამისაა მეც ამეტიროს”, _ ამ ემოციურ პოსტს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შვეიცარიაში მცხოვრები წარმოშობით სამტრედიელი მაიკო გეგეშიძე წერს და მისი შვიდი წლის შვილის, პეტროს ქსენაკის განცდებს და საქართველოსადმი მის სიყვარულს გადმოსცემს.
ასე უყვართ და ეძვირფასებათ საქართველო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და მათ საზღვარგარეთ დაბადებულ შვილებს.