ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი.
„საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან. მადლობა, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, ამ გადაწყვეტილებისთვის“, – წერს ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.