ერთი წლის განმავლობაში იაპონიის მოსახლეობა 0,69%-ით შემცირდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მოსახლეობა 837 ათასი ადამიანით შემცირდა და 121 193 მლნ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვების წილმა 11,4%-ს მიაღწია და ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ხანდაზმულების წილმა კი 16,1% შეადგინა.
იაპონიის 47 პრეფექტურიდან მოსახლეობის ზრდა მხოლოდ ერთმა, ტოკიომ აჩვენა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ზედიზედ მეორე წელია იზრდება.
წყარო: bpn.ge