საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა “მთავარი არხის” დაკვეთით, “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა “(ISSA) ჩაატარა.
კითხვაზე როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საქმიანობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? – 37.6% პასუხობს, რომ უარყოფითად, 26.9% კი დადებითად აფასებს.
- უარყოფითად – 37.6%
- არც დადებითად, არც უარყოფითად – 31.2%
- დადებითად – 26.9%
- არ ვიცი / უარი პასუხზე – 4.3%
რუსული კანონის შესახებ კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას, ის დაინიცირებული არ ყოფილა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, ჩაატარა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” (ISSA). გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + – 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 – 10 აპრილის შუალედში.