ავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდათი-თბილისის გზაზე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზიდან გადავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.