“მოქალაქეების” ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი ისრაელის მიერ ირანის შეტევის მოგერიებას ეხმიანება და აღნიშნულ კონტექსტში წერს, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყნის დასაცავად მართველობის პერიოდში “არაფერი სერიოზული” არ უყიდია.
“საოცარი ქვეყანაა ისრაელი. ათობით დრონი და 300 მდე სხვადასხვა სისტმის რაკეტა ესროლეს და თითქმის ყველა ჰაერშივე გაანადგურა. 12 წელია ოცნება ხელისუფლებაშია და საერთოდ არაფერი უყიდია ქვეყნის დასაცავად. დიახ, არაფერი სერიოზული და ანგარიშგასაწევი.
ნებისმიერ კომპონენტში სრულიად დაუცველია საქართველო: ხმელეთზეც, ცაშიც და ზღვაშიც. თუ ვინმე ჰაერიდან შემოგვიტევს მაქსიმუმ მექრთამე მინისტრები და ყოფილი მინისტრები ვესროლოთ. ეგენი კი გვყავს ოხრად. რუსული ოცნება უნდა გავუშვათ და საქართველო გავაძლიეროთ”, – წერს ელისაშვილი.