სიდნეის გარეუბანში ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა პირმა ეკლესიაში ხალხი დაჭრა. პოლიციამ მომხდარზე ერთი კაცი დააკავა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ქადაგება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება დანით შეიარაღებული თავდამსხმელი მღვდელ მარ მარი ემანუელს და ცივი იარაღით რამდენჯერმე ჭრილობას აყენებს.
Sky News-ის ცნობით, სულ დაჭრილია ოთხი ადამიანი, თუმცა მიყენებული ჭრილობები მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენ სამს სასწრაფო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
პოლიციის ცნობით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
ეს ავსტრალიაში ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც დანით შეიარაღებული პირი ხალხს დაესხა თავს.
მანამდე, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის დროს თავდასხმის ადგილას მარტო იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ქმედების მოტივი პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია. სიდნეის პოლიციას ეს თავდასხმა ტერორიზმთან ჯერ არ დაუკავშირებია.
ტერაქტის დროს საქართველოსა და ავსტრალიის მოქალაქე დაიღუპა.
.