თავდასხმის მომზადება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიზე – დაკავებულია პოლონეთის მოქალაქე. მას ბრალად ედება რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილმა პაველ კ.-მ გამოაცხადა მზადყოფნა ემოქმედა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვისთვის და დაამყარა კონტაქტები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ უკრაინასთან ომში. მისი ამოცანები მოიცავდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვისთვის ინფორმაციის შეგროვებას და ინფორმაციის მიწოდებას ჟესოვ-იასიონკას აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ. ამ და სხვა საკითხებთან ერთად, ის უნდა დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, დაეგეგმათ შესაძლო თავდასხმა უცხო სახელმწიფოს მეთაურის – უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიცოცხლეზე.
სასამართლომ ეჭვმიტანილს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება გრძელდება”,_ ნათქვამია პოლონეთის პროკურატურის განცხადებაში.