ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინი კეკელიძე საქართველოს ლიტერატორთა კავშირის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსის გამარჯვებულია, _ ამის შესახებ სკოლის დირექტორმა მაია ნინიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“არ ვიცი ამას რა ჰქვია, ბედის ნებივრობა თუ თავდაუზოგავი შრომის შედეგი.
უკვე მეორედ, ამ სემესტრში ბუკისციხის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინი კეკელიძე საქართველოს ლიტერატორთა კავშირის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსის გამარჯვებულია, ჩანახატით ,,იქნებ ვაზის სამშობლო”
გილოცავ ნინი, ვულოცავ სკოლასა და პედაგოგებს.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება აღდგომის შემდეგ ქ. რუსთავში”, _ წერს მაია ნინიძე.
ვულოცავთ ნინის, მის მშობლიურ სკოლას ამ წარმატებას და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ.