საქართველოს გოგონათა 14 წლამდელთა ჩემპიონატი კალათბურთში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
წლევანდელი ჩემპიონი ,,ბასტიონი” გახდა, რომელმაც ფინალში 50:38 ზუგდიდელი კალათბურთელები დაამარცხა.
,,ბასტიონის” ერთ-ერთი მოთამაშე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის სპორტსმენი ელენე კალანდარიშვილი კი საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
გამარჯვებული მოთამაშეები და მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა შენგელიამ, ლელა ცანავამ, მე-100 სკოლის დირექტორმა თეა კალანდაძემ და მისმა მოადგილემ, ანასტასია გიორგაძემ დააჯილდოვეს!
ელენეს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას!