2023 წლის განმავლობაში გურიაში სუიციდის 17 და სუიციდის მცდელობის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 6 ადამიანს შორის, რომლებმაც სუიციდი სცადეს, 2 არასრულწლოვანია.
სუიციდით სიცოცხლე სხვადასხვა ასაკის 16-მა მამაკაცმა, ხოლო 1-მა ქალმა დაასრულა.
ინფორმაციისთვის, სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ.