ვერძი
სანამ თქვენს ირგვლივ ვითარება არ შეიცვლება, არ დასტაბილურდება, თავი შეიკავეთ სიახლეებისა და პირადი ამბიციების გამოვლენისგან, შესაძლოა გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ მიმდინარე მოვლენებში.
კურო
ფხიზელი გონება და კორექტულობა დაგეხმარებათ დადებითად წარმოაჩინოთ თქვენი თავი საქმიანობაში. აიმაღლეთ განწყობა, კარგია ლოცვა, მედიტაცია და სხვა პრაქტიკები.
ტყუპები
დაღლილობა და დაქვეითებული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არ გაძლევთ სამუშაოზე ფიქრის საშუალებასაც კი. შეეცადეთ დაისვენოთ და თავი აარიდოთ სერიოზულ საქმეებს.
კირჩხიბი
იმდენად ბევრი საქმე მოგეძალებათ რომ წუთით მოდუნების საშუალებაც არ გექნებათ, რთული მოლაპარაკებები რამდენადმე შეამცირებს თქვენს შრომის რიტმს, თუმცა შედეგები საკმაოდ სასიკეთო იქნება, ყურადღება მიაქციეთ დღეს მინიშნებებს.
ლომი
შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო ფაქტს ან დეტალს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ იყავით ფხიზლად და ყურადღებით, იყავით მკაცრი და მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის ასევე სხვების მიმართ.
ქალწული
კარგად ჩამოყალიბდით, დაფიქრდით და ისე დაიწყეთ ნებისმიერი საქმე. ისწავლეთ დროულად დასკვნების გამოტანა, გიღირთ თუ არა თქვენი მიზანი იმ ძალისხმევად, რასაც ხარჯავთ მისთვის.
სასწორი
დღეს შესაძლოა რაღაც ისეთი მოხდეს თქვენს ირგვლივ, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. იყავით ოპტიმისტი და ნურაფრის შეგეშინდებათ, ყველაფერს სერიოზულად ნუ მიიღებთ რადგან პირადად თქვენზე მომხდარს გავლენა არ ექნება.
მორიელი
შესაძლოა სრულიად შეიცვალოთ შეხედულებები, მაგრამ მთავარია შეინარჩუნოთ სულიერი სიჯანსაღე და ფხიზლად შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს და მხედველობიდან არ გამოგრჩეთ არცერთი დეტალი.
მშვილდოსანი
გამოიყენეთ დიპლომატიურობა და მშვიდობიანად დაარეგულირეთ წარმოქმნილი გაუგებრობები, ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება გაძლევთ საშუალებას გაანეიტრალოთ დაძაბულობა.
თხის რქა
სერიოზულ საქმეებს დღეს მაინცდამაინც ნუ შეეჭიდებით, მოდუნდით, დაისვენეთ და ნუ იქნებით უკმეხი ირგვლივმყოფებთან. აღიდგენთ სულიერი და ფიზიკური ძალები.
მერწყული
შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს და გამოიყენოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. გაქვთ შანსები გახდეთ ცნობილი და პოპულარული.
თევზები
არასტაBილური ვითარება გაიძულებთ მოთმინებით დაელოდოთ ცვლილებებს და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები. ნუ იქნებით სკანდალური, მალე მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდესა და კომფორტს.