მობრძანდით 29 აპრილს. 18:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას საქართველოს პარლამენტთან. 20:00 საათზე კი დაიწყება ოფიციალური ღონისძიება. მოდით შვილებით, შვილიშვილებით, პატარებთან ერთად, ეს იქნება ზეიმი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანმიმართულად მიდის აღნიშნული შეკრების დისკრედიტაცია.
მინდა მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე ძვირფასია, ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი, მოდით 29 აპრილს. საღამოს, 18:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას საქართველოს პარლამენტთან. 20:00 საათზე დაიწყება ოფიციალური ღონისძიება, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისათვის, თავისუფლებისთვის საქართველო განვითარებისთვის შევიკრიბოთ. ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის შევიკრიბოთ. ყველამ იცოდეს, რომ მთავარი და უმთავრესია სამშობლო, საქართველო უპირველეს ყოვლისა. ყველას გელოდებით. ვიცი, რომ მიზანმიმართულად მიდის აღნიშნული შეკრების დისკრედიტაცია. ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება. მოვიდეს აქციაზე მხარი დაუჭიროს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას. ყველას აქვს ამის უფლება, მათ შორის საჯარო მოხელეებს. მოდით შვილებით, შვილიშვილები, პატარებთან ერთად, ეს იქნება ზეიმი“, _ აღნიშნა კალაძემ.