დედაქალაქში სეისმურმა აქტივობამ მოიმატა – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან” თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს.
კითხვაზე, არის თუ არა მზად დედაქალაქში არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, ხიდები თუ სხვა სახის კონსტრუქციები მომატებული სეისმური აქტივობისთვის, არქიტექტორი გვპასუხობს, რომ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ანალიზი უნდა ჩატარდეს და შემდეგ მომზადდეს შესაბამისი დასკვნები.
„5 წლის წინანდელი დასკვნა ახლა არ ვარგა, იმიტომ, რომ შესაძლოა, პირობები შეიცვალოს. შესაბამისად, თუ რაიმე პრობლემური არეალია და თბილისში ასეთი ბევრია, მასზე ჩვენი კონსტრუქტორების მიერ, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები გვყავს, ექსპერტიზა უნდა დაიწეროს და განისაზღვროს, რა ღონისძიებებია გასაკეთებელი, ეს იქნება გამაგრება, კვლევა, ან შეიძლება ისე იყოს მდგომარეობა, რომ ინგრეოდეს“, – გვპასუხობს მერაბ ბოლქვაძე.
ვრცლად: bpn.ge