ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გააზიარა, ზურა ყიფშიძე საჯაროდ უპირისპირდება.
“ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?” – წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა ზურა ყიფშიძე.
ზურა ყიფშიძის აღნიშნულ კომენტარს შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე პასუხობს:
“მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად” – პასუხობს ნატალია ყიფშიძე.