ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ლეილა კოტრიკაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიება მომღერლის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საიუბილეო საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ჩვენს ღვაწლმოსილ ლოტბარს, ფოლკლორის პედაგოგს, არაჩვეულებრივ პიროვნებას, მრავალი თაობის აღმზრდელს იუბილეს. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ. მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას ვუხდი მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის.
მინდა, გაცნობოთ, 26 მაისს საპატიო ჩოხატაურელის გამოვლენასთან ერთად წელს პირველად გვექნება ნომინაცია მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელზეც წარდგენილი იქნება ქალბატონი ლეილა კოტრიკაძე.“- აღნიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ
ჩოხატაურის მერიისგან მომღერალს ფულადი ჯილდო გადაეცა.
ქალბატონი ლეილა კოტრიკაძის შემოქმედებითი საღამო ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.