იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომიდან, სადაც “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რამდენიმე დეპუტატს დარბაზი დაატოვებინეს.
თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა საპარლამენტო ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრს, ქეთევან თურაზაშვილს დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
კომიტეტიდან გაძევებამდე ოხანაშვილმა თურაზაშვილი გააფრთხილა, რომ არ ესაუბრა მიკროფონის გარეშე, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინა.
სხდომიდან ასევე გაძევებულები არიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია.