პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გურამ მაჭარაშვილი და ხატია დეკანოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მათ შორის დაპირისპირება ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძემ რეგლამენტი დაარღვია და სხდომა უნდა დაეტოვებინა.
დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს „რუსები“ და „არარაობები“ უწოდა. მის ამ რეპლიკას გურამ მაჭარაშვილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც უკრაინაში თანამდებობის გამო საქართველოს მოქალაქეობა დატოვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილის ბოთლი ესროლა.
წყარო: 1tv.ge