აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ და ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს.
დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე სხედან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.
როგორც ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, „ქართული ოცნების“ წევრები შესაძლოა, პოლიციამ ინგოროყვას ქუჩის მხრიდან გაიყვანოს.
მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელთან დგას პოლიციის კორდონი, ხოლო ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი.
“ინტერპრესნიუსი”