დიდი ოთხშაბათი ეს არის უმადურობის, ღალატის, ვერცხლისმოყვარეობის დღე!
დღე როდესაც მოძღვარი გაყიდეს.
დღე, როდესაც უარი უთხრეს სიყვარულს..
თითოეული ჩვენგანის ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის – უმადურობა, წმინდა მამები ამბობენ – იუდას რომ ერთხელ მაინც გადაეხადა მადლობა ქრისტესთვის, ის ასეთ საშინელებას ვეღარ გააკეთებდაო.
ეს ლოცვა დღეს ყველა მართლმადიდებელმა უნდა წაიკითხოს.
სულთ განწმედითა და ბაგეთა სიმართლითა, მოვედით, განვადიდოთ უქორწინებელი და ყოვლად უბიწო დედა ემმანუილისა, მისგან შობილისა მიმართ ოხის მიმრთმეველი, ულხინე სულთა ჩუენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო და გვაცხოვნენ ჩუენ.