მიუხედავად არნახული და სწრაფი ტექნიკურ-სამეცნიერო პროგრესისა, ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი, უბრალოდ, არ არის. არადა, თითქოს ოცდამეერთე საუკუნისთვის შეუძლებელი არაფერი აღარ უნდა ყოფილიყო.
- ნასკას გრაფიკული გამოსახულებების მნიშვნელობა. ეს უნიკალური ობიექტი პერუში, რომელიც 350 კვადრატულ კილომეტრ ფართს მოიცავს, 13 ათასი ხაზით არის დაფარული. აქ გეომეტრიული ფიგურებიც არის და თევზების, ჩიტების, ცხოველების გამოსახულებებიც. თუ ეს მართლაც ძველი ინდიელების ნახელავია, საინტერესოა, რისთვის დასჭირდათ.
- „თოვლის კაცის” არსებობის ბევრს არ სჯერა, მაგრამ მისი მხილველები არიან. ბეწვით დაფარული თოვლის ადამიანი – იეტი, ნახეს კანადაში, ამერიკაში, შუა აზიასა და კავკასიის მთებშიც კი. მაგალითად, გერმანელი ალპინისტი რეინჰოლდ მესნერი ამტკიცებს, რომ იეტი ოთხჯერ ნახა.
- როგორ აღმოჩნდა მეტეორიტი დედამიწაზე? დაახლოებით 1908 წელს ციმბირში, მდინარე ტუნგუსის სიახლოვეს, მეტეორიტი ჩამოვარდა. აფეთქების ხმა 1 000 კილომეტრი რადიუსის მანძილზე გაისმა. დღემდე არავინ იცის, სამასი მეტრი დიამეტრის მქონე ციური სხეული კონკრეტულად საიდან ჩამოვარდა.
- სტოუნ ჰენტი – ვინ ააშენა ის? ლონდონისგან 130 კილომეტრის დაშორებით არის მრგვალი, პიტალო ქვებისგან შემდგარი ნაგებობა. ამ ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებიც აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 780 წლით თარიღდება. თავად ნაგებობის დანიშნულება დღემდე საიდუმლოებით არის მოცული.
- იყო კი ნამდვილად ატლანტიდა?! ძველბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა აღწერა მითიური ქვეყანა ატლანტიდა. ლეგენდის თანახმად, უძლიერესმა მიწისძვრამ ის ოკეანის ფსკერზე ჩაიტანა. ჯერჯერობით, არც ერთი ოკეანის ფსკერზე, მისი კვალი აღმოჩენილი არ არის.