გეძღვნებათ თქვენ ჩემო “აქაურო მეგობრებო” ვისაც გეხებათ და თუ გეხებათ ნუ მიპასუხებთ, დამბლოკეთ, ამომშალეთ არ მეწყინება.
დიახ, არსებობენ ქართველი რუსები მაგრამ თქვენ “ლეპსები” და “კანდელაკები” მოგწონთ და არა “ბასილაშვილები” და “აკუნინები”. (რატომღაც).
ხო, კავკასიელი რუსებიც არიან ოხრად, მაგრამ თქვენ “სიმონიანები” და
“შახნაზარები” მოგწონთ და არა “კასპაროვები” და “ასლანიანები” (რატომღაც).
თავად რუსები? არ მოგწონთ ბიკოვები, ნევზოროვები და შენდერევიჩები, მაგრამ მოგწონთ დუგინები, ზახაროვები და გუნდიაევები (რატომღაც).
ჰოდა რას გეტყვით იცით?!
-კარგა ხანია ჭყლოპინობთ,
არა და არ მევასებით,
გამყიდველი ხართ სამშობლოს, დაყივლებამდე გამცემი.
კი არ მოდიხართ, მიდიხართ,
არეული გაქვთ რამსები!, _ წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ლადო სანიკიძე.