საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი FRANCE 24-თან საუბარში “უცხოური აგენტების” კანონპროექტის შესახებ აცხადებს, რომ ეს კანონი არის მცდელობა „ჩაახშოს კრიტიკული ხმა“ ოქტომბრის არჩევნებამდე.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი თითქმის „დუბლიკატია“ იმ კანონმდებლობისა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყენებს თავისი კრიტიკოსების დასაშინებლად.