ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ინჟინრებმა და დიზაინერებმა შექმნეს ცოცხალი კონსტრუქცია, რომელიც არამარტო ზრუნავს თავის პატრონზე მყუდრო გარემოს შექმნით, არამედ ელექტროენერგიის ეკონომიასაც ახერხებს. გარედან ,,გონიერი’’ სახლი სითბოგაუმტარი მასალითაა დაფარული, შენობის შიგნით არსებული სპეციალური სისტემა კი, აცხელებს წყალს და ჰაერს და გარდაქმნის მათ ელექტროენერგიად.
გარედან სახლი ყველა მხრიდან ლეიბებითაა გარშემორტყმული. სახურავზე მზის ელემენტები და მცირე ქარის გენერატორია განლაგებული. სახლის უსაფრთხოებაზე „Xbox Kinec“-ის სისტემის ინფრაწითელი სენსორები ზრუნავს.
ოთახში ადამიანის შესვლისთანავე ავტომატურად ირთვება კონდინციონერი და განათება. სახლის მთავარი ღირსება არის ის, რომ „Xbox Kinec“ სისტემის წყალობით, ადამიანს არ სჭირდება რაიმე ღილაკზე თითის დაჭერა; სახლი სპეციალური პროგრამის საშუალებით აღიქვამს ადამიანის ჟესტებს და თავად ხვდება მის პატრონს როდის რა სურს.
„CHIP-house“ კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს. კონსტრუქციაზე მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.