შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეები გეგმავდნენ სამართალდამცავების ფორმის ჩაცმას და ვითომდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირებას.
“გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას”,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.