ნატოს ოთხთვიანი სამხედრო წვრთნები რუსეთის საზღვრებთან, იმის დასტურია, რომ ალიანსი რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება, _ განაცხადა reuters- ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მარია ზახაროვამ, უარყო ნატოს ბრალდებები ამ კვირაში, რომ რუსეთი მონაწილეობს ჰიბრიდულ თავდასხმებში მის წევრ ქვეყნებზე და თქვა, რომ ეს იყო შეცდომაში შემყვანი “დეზინფორმაცია”, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ყურადღების გადატანას ალიანსის საქმიანობიდან.
ზახაროვას განცხადებით, სწორედ ნატომ აწარმოა ჰიბრიდული ომი რუსეთთან უკრაინის იარაღით, დაზვერვითა და ფინანსებით მხარდაჭერით, ნათქვამია მან განცხადებაში.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო სერიოზულად ემზადება ჩვენთან „პოტენციური კონფლიქტისთვის“,_ ამბობს ზახაროვა.