სოციალურ ქსელში თორნიკე მამალაძე, ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებას ავრცელებს:
“გუშინ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად 6000 გარეჯელი მოწამე ბერის ხსენების დღეც იყო, გილოცავთ სრულიად საქართველოს დაგლოცოთ და შეგეწიოთ, თუმცა გულისტკივილი შევცქერი მიმდინარე მოვლენებს და ვეკითხები საკუთარ თავს, რა განსხვავებაა 1616 წლის აღდგომის დღეს წამების ნებართვის გამცემებსა და 2024 წელს სააღდგომო დღეებში ჩვენი მომავალის- ახალგაზრდების დასჯის ბრძანების გამცემებს შორის?
და კიდევ სად გაქრა მოწოდება ” გარეჯი საქართველოა” ?!
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!”_ წერია განცხადებაში.