ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, გალაქტიონ ჩხიკვაძეს და შოთა გოგატაძეს სახელმწიფო რწმუნებული სახლში ესტუმრა და პირადად მიულოცა გამარჯვების დღე.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved