“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები, როკო მწყერაშვილი და თინათინ ბოლოკაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ღამით სახლთან უცნობი პირები მიადგნენ და სახლის დამაფონზე დაურეკეს. ბოლქვაძე წერს, რომ უცნობი პირები ითხოვდნენ მწყერაშვილის მათთან ჩასვლას:
“სახლში დაგვადგნენ ღამის ორ საათზე და გვირეკავენ დამაფონზე როკო მწყერაშვილის მოკითხვით, ახალგაზრდებს რომ რყვნის ჩამოვიდეს დაგველაპარაკოსო. ეს იდიოტები!!!! როკოს დედამ უპასუხა ზარზე, არც მშობლებს ერიდებიან, არც ბებიებს, არც ბავშვებს, ეს უნამუსოები,” – წერს თინათინ ბოლოკაძე.
აღნიშნული პირები მწყერაშვილის დედას ელაპარაკნენ. “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი ამბობს, რომ ოჯახის წევრებს უწიოკებენ, მაგრამ არ შეშინდებიან.
“თქვე ფარჩაკებო ღამის 2 სთზე სახლში დამადექით, დედაჩემს ელაპარაკებით და გგონიათ შეგვაშინებთ? ოჯახის წევრებს მიწიოკებთ ჰო? მაგრად ცდებით თუ გგონიათ შეგვაშინებთ. აქეთ ფრთხილად იყავით სულ ყველა, თქვე ახვრებო,” – წერს როკო მწყერაშვილი.