“ჩემი მაჩვენებელი გაიზომა, როცა სადოქტორო დისერტაცია დავიცავი გერმანიაში და მანამდე მაგისტრატურა უმაღლესი ნიშნებით დავამთავრე. მასე იზომება, საერთოდ, IQ”, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენია მისი IQ [ინტელექტის კოეფიციენტი].
ინფორმაციისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მმართველმა პარტიამ კვლევა ჩაატარა, რომლითაც მხარდამჭერების ინტელექტი შეამოწმა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, აღმოჩნდა, რომ “ქართულ ოცნების” მხარდაჭერა მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 73,8% იყო.
ეს ინფორმაცია მან ღია წერილით გაავრცელა, რომლითაც, როგორც თავად ამბობს, “გულწრფელ ახალგაზრდებს” მიმართა _ ხელისუფლება ასე მოიხსენიებს საქართველოში რუსული კანონის მიღების მოწინააღმდეგე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც, მათივე შეფასებით “შეცდომაში არიან შეყვანილები”.