„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნითი ცერემონია იმართება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.
კობახიძის სიტყვით გამოსვლის დროს დამსწრე საზოგადოების ნაწილმა დაიწყო სკანდირება: “არა რუსულ კანონს”.
მანამდე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.