საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია Michael Roth-ბუნდესთაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და ფინეთის პარლამენტის წევრს შეხვდნენ.
„საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონი მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც რის უდიდესი მონაპოვარია ქართველი ხალხის დამსახურება, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს ვერ გამოვიყენებთ მოლაპარაკებების დასაწყებად,“- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.