საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები იმყოფებიან.
„ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ. შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. საქართველოსთვის ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავთ, თუ მთავრობა ამ კანონს უკან არ გაიწვევს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთმა.
ინფორმაციისთვის ,გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ოპოზიციასთან შეხვედრები უკვე გამართეს.