მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“თბილი აპრილის შემდეგ, მაისის პირველი და მეორე დეკადა ცივი აღმოჩნდა, გასული თვის მზიანი და ნათელი დღეები, ნაცრისფერმა და წვიმიანმა დღეებმა ჩაანაცვლა ხანგძლივი პერიოდით
ყველას გვაინტერესებს რა იქნება შემდეგ დღეებში.
მომდევნო 5 დღის განმავლობაში, ამინდს სკანდინავიური ანტიციკლონის გააქტიურება განსაზღვრავს, რაც ცალკეულ დღეებში გამოდარებას და ნალექის შემცირებას გულისხმობს, თუმცა ხანმოკლე პერიოდით და დროდადრო ისევ იწვიმებს.
კონკრეტულად – ხვალ 15 მაისს, ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე გამოიდარებს და უნალექო დღე იქნება.
16 მაისს – ისევ ყველგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
17 მაისს – მხოლოდ ღამით შენარჩუნდება წვიმა, დღისით გამოიდარებს და შემდგომი დღეები ისევ არასტაბილურია.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ცივ და ნალექიან დღეებს ყოველთვის ცვლის კაშკაშა მზე, ასე, რომ გული არ დაგწყდეთ მზიან დღეებზეც მალე ვისაუბრებ”,_ წერს ფარტენაძე.