“საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება”,_ ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ესაუბრა.
ზაალ იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი მომდევნო 2 კვირაში აისახება.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინის ღირებულება 6-დან 20 თეთრამდე გაიზარდა. ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, „პლატსის“ გაძვირება გახდა, კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა საწვავზე 927 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა.
ვრცლად: bpn