პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ ყველა შეთანხმდა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების სისწორეზე.
პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და უარყო პაპუაშვილის განცხადება.
„საჭიროდ მივიჩნევ, განვმარტო, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა „გარკვეული შეშფოთება“, – თქვა ლანდსბერგისმა.