ამერიკელმა მეცნიერებმა დაამთავრეს პრეპარატის გამოცდა, რომელიც იცავს ადამიანს მის თავის ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედებისაგან; ახალი პრეპარატი შესმული ალკოჰოლის არა მარტო ნეიტრალიზაციას ახდენს, არამედ სპობს, ეგრეთ წოდებული „პახმელიის“ შეგრძნებას.
ამ პრეპარატის სახელია „იომაზენილი“. იგი დაამზადეს იელის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა. თუ ადამიანი მას დალევს ალკოჰოლოს მიღებამდე, იგი არ თვრება და სხვადასხვა ტესტებს ისევე წარმატებით სძლევს, თითქოს საერთოდ არ დაელიოს!
ფსიქიატრი დიპაკ დე სუზა აღნიშნავს, რომ ახალი პრეპარატი საშუალებას მისცემს მედიკოსებს წარმატებით ებრძოლონ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.
ავტორი