ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა აუცილებელია ქალის ორგანიზმის ნორმალური ფუნქიონირებისათვის.
ისინი რამდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 84 ათას ქალს და 42 ათას მამაკაცს. აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც დღეში ორ ფინჯან ყავას სვამდნენ, 25%–ით ნაკლებად ექვემდებარებოდნენ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.
ყავის მსმელი ქალები აგრეთვე 18%–ით ნაკლებად იღუპებოდნენ სხვა დაავადებებისგანაც.
ეს იმით აიხსნება, რომ ყავაში არსებული ტანინი და ანტიდამჟანგველები ამაგრებენ სისხლძარღვებს და აუმჯობესებენ გულის მოქმედებას, ახდენენ ღვიძლის მუშაობის ნორმალიზებას და ამცირებენ ასთმის წარმოშობის რისკს.
ავტორი