ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა აკრძალულია.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ აცხადებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტში.