19 მაისს, დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ჭავჭავაძის ქუჩაზე მოტობლოკი არხში გადავარდა.
როგორც გურია ნიუსს წყარომ აცნობა, პატარა ტრაქტორი, რომლითაც ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, არხში გადავარდა.
წყაროსვე ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.