თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა.
როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რუსთაველის ძეგლი კულტურულ პარკ-კომპლექსში „მახტუმკული ფრაგი” არის განთავსებული სხვადასხვა ექოპისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით.
გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა, წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან”.