ბოლო ზარი აქციაზე – თბილისში, 20 მაისს, 18:00 საათზე, განათლების სამინისტროდან პარლამენტის მიმართულებით მე-12 კლასელების მარში გაიმართება.
“ერთად აღვნიშნოთ ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით,
წამოვიღოთ ფერად-ფერადი მარკერები და ბუშტები,
ვეპატიჟებით, რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ნებისმიერ მსურველს”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.