POLITICO-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის დასაცავად ქართველ პოლიტიკოსებს სანქციებს უწესებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სანქციების პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს დღეს წარედგინება, ითვალისწინებს ქართველი პოლიტიკოსებისთვის აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. სანქციები გავრცელდება მათზე, ვინც პასუხისმგებელია “უცხო აგენტების” კანონის მიღებაზე.
“მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ მზარდად ატარებდა რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას. თბილისი ღიად დაესხა თავს აშშ-სა და სხვა დასავლურ დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, და ამავდროულად მოიცვა გაზრდილი კავშირები განსაკუთრებით რუსეთთან, ისევე როგორც ჩინეთთან”,_ ნათქვამია სანქციების კანონპროექტში Politico-ს მიხედვით.