ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლებშიც მეთორმეტე კლასელები ისხდნენ. ინფორმაციას მომხდარის შესახებ AJARATIMES-ი ავრცელებს.
შემთხვევა, რომელიც ციხისძირში მოხდა, სავარაუდოდ გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, შეჯახებისას არავინ დაშავებულა.