როგორ შევაჩეროთ კოღოს ნაკბენის ქავილი?
როგორც yahoo life-თან ნიუ-ჯერსელი ექიმი სომა მანდალი ამბობს, ძნელია წინააღმდეგობა გაუწიო ქავილის მოთხოვნილებას, მაგრამ ქავილის შედეგად კანის გაკაწვრამ შეიძლება გააუარესოს ანთება და გამოიწვიოს ინფექცია.
მანდალი დასძენს, რომ მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილის დაბანა.
“გაწმინდეთ ნაკბენის ადგილი საპნით და წყლით, როგორც კი ნაკბენს შეამჩნევთ. ეს ხელს შეუწყობს ინფექციის თავიდან აცილებას”, – ამბობს ის.
წაისვით რაიმე ცივი.
„სიცივეს შეუძლია შეამციროს შეშუპება და დაბუჟდეს ტერიტორია, რაც დროებით ათავისუფლებს ქავილისგან“.
გამოიყენეთ ანთებისსაწინააღმდეგო კრემები, როგორიცაა, მაგალითად, ჰიდროკორტიზონი.
მიიღეთ პერორალური ანტიჰისტამინები
იმის გამო, რომ კოღოს ნაკბენი იწვევს ორგანიზმში ჰისტამინის რეაქციას, ურეცეპტოდ გაცემული ალერგიის მედიკამენტები შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება სიმპტომების სამკურნალოდ. “ანტიჰისტამინები, რომლებიც მიიღება პერორალურად, შეუძლიათ შეამცირონ შეშუპება და ქავილი”.
გარდა ამისა, თუ ძლიერი ქავილი გაქვთ, შესაძლებელია საცხობი სოდტა და წყლით დამზადებული პასტით შეამსუბუქოთ ქავილი.