https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გირგვლიანის გარდაცვალება და გელაშვილზე თავდასხმა – სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია

17:22; 23.05.2024
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

2024 წლის 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.

“სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა და დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი მაღალი სტანდარტით წარმართა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნება საქართველოს პროკურატურის მიერ მოპოვებულ და წარდგენილ სანდო და მყარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

საზოგადოებას შევახსენებთ, მომჩივანი მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დაობდა, რომ მისი მსჯავრდების ზემოაღნიშნულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება არ იყო სამართლიანი, კერძოდ, მის მიმართ 2018 წელს გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ მისი ორი პოლიტიკური ოპონენტის არასანდო და გადაუმოწმებელ ირიბ ჩვენებებს. მომჩივანი დამატებით დაობდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის მიმართ განაჩენი გამოიტანა ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. (კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა). ამ უკანასკნელ საქმეში, მომჩივანი ასევე მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) სავარაუდო დარღვევაზე, რადგან მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება გამოიწვევდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეების ფარულ მოტივს – მისი პოლიტიკური დევნა წარმოადგენდა (კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა).

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. 

ევროპულმა სასამართლომ შეუძლებლადაც კი მიიჩნია ამ საკითხების ეჭქვეშ დაყენება, ნებისმიერი საფუძვლით.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ძირითად მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ თითქოსდა მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეებში, ძირითადმა მოწმეებმა მისცეს არასანდო და ირიბი ჩვენებები. 

ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა შიდა სასამართლოების პოზიციას, რომ ძირითად მოწმეთა ჩვენებები იყო დამაჯერებელი და სარწმუნო. ასევე, შიდა სასამართლოების სამართლებრივი შეფასება მის მიერ შეწყალების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო თანმიმდევრული და გონივრული.

ევროპული სასამართლო ასევე დაეთანხმა შიდა სასამართლოებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ გასცა დაპირება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის ბრალდებულების შეწყალებაზე, რომლის მიზანიც ამ საქმეზე არასრული გამოძიების წარმოებისა და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, თითქოსდა მის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება მის გაჩუმებასა და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეებზე და საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მსჯავრდებული დაკისრებულ სასჯელს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იხდის.

პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი”-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს, ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე,  ასევე სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში” შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება.

წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის – დავით ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და მიღებული დავალების შესაბამისად, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდ-ის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელსზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის – 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. 

აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი.

ხსენებულ პირებს, იმის სანაცვლოდ რომ არ ეთანამშრომლათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაზე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაციას, წინასწარ შეთანხმებულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამყოფებდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ასევე, მათ წინასწარ მიიღეს დაპირება, რომ დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი შეიწყალებდა, რაც 2008 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების შეწყალების ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”) იმსჯელა, სადაც მითითებულია, რომ: ,,სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თავდაპირველი წარუმატებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესების არასწორად წარმართვითა და მსჯავრდებულების ადრე გამოშვებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი სირბილის გამოჩენით – შეთანხმებულად მოქმედებით, რაც ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისკენ იყო მიმართული”.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზევე მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 3 სისხლის სამართლის საქმეზე – საზღვრის უკანონო კვეთის, „ტელეიმედი”-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 მილიონ ლარამდე პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, რომლებზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს”,_ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23 სექტემბერი, 2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23 სექტემბერი, 2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22 სექტემბერი, 2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22 სექტემბერი, 2026

ნორვეგია რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

"ბრძანებას უცდიან"- კადიროვი პუტინს უკრაინაში მეტი ჯარისკაცის გაგზავნას სთავაზობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო