1947 წელს, იმ პერიოდში, როცა ადამიანებს ხმის ამოღების ეშინოდათ, რადგან ხშირი იყო დაბეზღების შემთხვევები, რამაზ ჩხიკვაძე და ვალიკო კვაჭაძე ლენინის მავზოლეუმთან აღმოჩნდნენ.
უცებ მათი ყურადღება ყვავების დიდმა გუნდმა მიიქცია. ეს პატივსაცემი ფრინველები კრემლის გალავნის შიგნით ხან დაუბრკოლებლივ შეფრინდებოდნენ და ხან, პირიქით, უკან მოფრინავდნენ.
ამაზე ვალიკომ რამაზს ჩუმად ჰკითხა: „რა არის, ბიჭო, რამდენი ყვავი შეფრინდა კრემლში, დაინახეო?” ჩხიკვაძემ პასუხი არ დაახანა: „ყვავები თუ შეფრინდნენ, თორემ ბულბულებს იქ რა უნდათო”.
ამ „პოლიტიკური დიალოგის” შემდეგ ორივეს ჯერ სახეზე ფერი ეცვალა, შემდეგ კი დიადი ულიანოვის სამუდამო განსასვენებელს ელვის სისწრაფით მოშორდნენ.